დღევანდელი დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა. განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, გავეცანით პროექტის შეფასების საშუალებებს, რაც გამოგავადგება ჩვენი პროექტის დაგეგმვისა და შეფასების დროს.
გავეცანით რამდენიმე საუკეთესო პროექტს, ვფიქრობ, მათი ანალიზის საფუძველზე უფრო ადვილად შევძლებ საინტერესოდ დავგეგმო ჩემი პროექტი. ასევე ამ პროექტების მოდიფიცირება და ჩემი ბავშვების საჭიროებებზე მორგება ძალიან სასარგებლო იქნება.
ძალიან მომეწონა მშობლებისთვის საინფორმაციო ბუკლეტების დამზადების იდეა. იქნებ ზოგიერთი მშობელი დაინტერესდეს და თუ სკოლაში არ მოვა, ტელეფონით მაინც იკითხოს შედეგი. ჩვენ ხომ თითქმის არ გვაქვს კომუნიკაცია მშობლებთან მათი მოუცლელობის გამო.