Saturday, March 12, 2016
მერვე დღე
დღეს შევქმენით დამხმარე რესურსები განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას სასწავლო პროექტში.
ვისწავლეთ შექმნილი საქაღალდის ატვირთვა ბლოგზე, ამჟამად ჩემი პროექტი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ვისწავლეთ შექმნილი საქაღალდის ატვირთვა ბლოგზე, ამჟამად ჩემი პროექტი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
Tuesday, March 8, 2016
მეშვიდე დღე
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ დეტალურად გავწერეთ ჩვენი პროექტის მიმდინარეობა, რამაც საშუალება მოგვცა სრულყოფილად წარმოგვედგინა მისი მიმდინარეობის პროცესი.
ასევე დავგეგმეთ დიფერენცირებული სწავლების ფორმები.
ასევე დავგეგმეთ დიფერენცირებული სწავლების ფორმები.
Sunday, March 6, 2016
მეექვსე დღე
დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა. გავეცანით სხვადასხვა ტიპის შეფასების რუბრიკას. ძალიან საინტერესო იყო ჩვენი პროექტის შეფასების რუბრიკაზე მუშაობა. ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა.
Saturday, March 5, 2016
მეხუთე დღე
ძალიან სასარგებლო იყო ინტერნეტ კავშირებისა და საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაცია.
თუმცა, ჩემი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობამ. სანიმუშო ნაშრომების გაცნობამ. ვფიქრობ, ბევრი მათგანის გამოყენება შეიძლება პროექტის დაგეგმვისას.
დიდი მადლობა!
Friday, March 4, 2016
Sunday, February 28, 2016
მე-4 დღე
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა. განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, გავეცანით პროექტის შეფასების საშუალებებს, რაც გამოგავადგება ჩვენი პროექტის დაგეგმვისა და შეფასების დროს.
დიდი მადლობა!
დიდი მადლობა!
Saturday, February 27, 2016
მესამე დღე
ძალიან საინტერესო იყო საინფორმაციო ბუკლეტის შექმნაზე მუშაობის პროცესი.
გავეცანით პროექტის მიზნების ჩამოყალიბების ფორმებს.
ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი დღე იყო.
გავეცანით პროექტის მიზნების ჩამოყალიბების ფორმებს.
ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი დღე იყო.
Sunday, February 21, 2016
მეორე დღე
გავეცანით რამდენიმე საუკეთესო პროექტს, ვფიქრობ, მათი ანალიზის საფუძველზე უფრო ადვილად შევძლებ საინტერესოდ დავგეგმო ჩემი პროექტი. ასევე ამ პროექტების მოდიფიცირება და ჩემი ბავშვების საჭიროებებზე მორგება ძალიან სასარგებლო იქნება.
ძალიან მომეწონა მშობლებისთვის საინფორმაციო ბუკლეტების დამზადების იდეა. იქნებ ზოგიერთი მშობელი დაინტერესდეს და თუ სკოლაში არ მოვა, ტელეფონით მაინც იკითხოს შედეგი. ჩვენ ხომ თითქმის არ გვაქვს კომუნიკაცია მშობლებთან მათი მოუცლელობის გამო.
Saturday, February 20, 2016
პირველი დღე
პირველ დღეს გავეცანით რამდენიმე დოკუმენტს, ჩემი ყურადღება მიიქცია პროექტის გეგმის შაბლონმა, რომელიც, ვფიქრობ, გაამიადვილებს სწორად დავგეგმო პროექტი.
ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური კითხვები, ვფიქრობ,დამეხმარება გამოვიწვიო ან ავამაღლო მოსწავლეთა ინტერესი შესასწავლი საკითხისადმი.
ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური კითხვები, ვფიქრობ,დამეხმარება გამოვიწვიო ან ავამაღლო მოსწავლეთა ინტერესი შესასწავლი საკითხისადმი.
Subscribe to:
Posts (Atom)